ბიოლ.X.6.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში

ინდიკატორები

  • საუბრობს სუნთქვის  პროდუქტებით უჯრედების მომარაგების გზებზე და მსჯელობს ცხოველური და მცენარეული უჯრედების მიერ ენერგიის წარმოქმნის თავისებურებებზე;
  • წარმოსახავს სუნთქვის პროცესს, როგორც ქიმიური რეაქციების ჯამს და განიხილავს გლუკოზას, როგორც უჯრედის ენერგიის ძირითად წყაროს;
  • მსჯელობს აერობული და ანაერობული სუნთქვის თავისებურებებზე. აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას, წერს შესაბამის განტოლებებს, ერთმანეთს ადარებს ამ ორ პროცესს;
  • მსჯელობს ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარე აერობული/ანაერობული   პროცესების მსგავსება/განსხვავებაზე;
  • ქმნის აერობული სუნთქვის მოდელებს (მაგ., ქალაქისა და უჯრედის ანალოგია - ენერგიის წყაროები და  მოხმარებიმიზანი თითოეულისათვის);
  • ექსპერიმენტულად იკვლევს წვის პროცესს (მაგ., შაქრის ნატეხის წვა დახურულ ქილაში). ადარებს წვას და უჯრედულ სუნთქვას და მსჯელობს ამ უკანასკნელის უპირატესობაზე;
  • აღწერს გზებს, რომლითაც ორგანიზმი მარაგდება ჟანგბადით (მაგ., სხეულის ზედაპირი, ტრაქეები, ლაყუჩები, ფილტვები);
  • საუბრობს ალვეოლის თვისებებზე და ხსნის დაზიანების დროს ალვეოლის არსებობისას გაზთა ცვლის შეფერხების მიზეზებს;
  • ასაბუთებს სისხლის და სისხლის მიმოქცევის  მნიშვნელობას ნახშირორჟანგის და ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში.

რესურსები