ბიოლ.X.5.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის

ინდიკატორები

  • მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს;
  • იყენებს მემბრანის თხევად-მოზაიკურ მოდელს უჯრედსა და გარემოს შორის კავშირის სადემონსტრაციოდ (მაგ., შერჩევითი გამტარობა, დიფუზია, ოსმოსი, აქტიური ტრანსპორტი, ენდოციტოზი, ეგზოციტოზი, ”თავისიანის”  და ”უცხოს” ცნობა);
  • ასაბუთებს უჯრედის შემადგენლობაში შემავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აუცილებლობას ორგანიზმისათვის;
  • ილუსტრაციის და/ან მოდელის საშუალებით აჩვენებს ბიოპოლიმერების აგებულებებს შორის მსგავსებასა და განსხვავებას  და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე თითოეული უჯრედისათვის და მთელი ორგანიზმისათვის;
  • წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების საფუძველზე ასაბუთებს სიცოცხლისათვის მის აუცილებლობას;
  • ატარებს ცდებს და ავლენს კატალიზური პროცესების ინტენსივობის დამოკიდებულებას ზოგიერთ ფაქტორზე (მაგ., ტემპერატურა, pH), მონაცემებს გამოსახავს გრაფიკულად და აანალიზებს შედეგებს;
  • მსჯელობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების არსზე, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას;
  • მოიპოვებს ინფორმაციას კანცეროგენური ნივთიერებების როლზე უჯრედის არაკონტროლირებადი გაყოფის პროცესში - სიმსივნეების განვითარებაში;
  • ვარაუდობს, თუ როგორი იქნება უჯრედის მეტაბოლიზმი კონკრეტულ სიტუაციაში (მაგ., გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, მოსვენების მდგომარეობა, ჰიპოქსია, თირეოტოქსიკოზი, დიაბეტი), აგროვებს ინფორმაციას ვარაუდის დასადასტურებლად.

რესურსები