ბიოლ.X.10.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის

ინდიკატორები

  • მსჯელობს ორგანიზმებში გაღიზიანების  საპასუხოდ წარმოქმნილ პროცესებზე;
  • ახასიათებს მცენარეული ჰორმონების როლს ზრდის, განვითარებისა და სტიმულზე საპასუხო რეაქციების კოორდინირებაში;
  • აანალიზებს მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობას სხვადასხვა სახის უჯრედებისა და ქსოვილების  ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
  • ერთმანეთს ადარებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს (მოქმედების დრო, ინფორმაციის გადაცემის ფორმა,  პასუხის ხანგრძლივობა, მოქმედების არეალი). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
  • ახასიათებს ტვინის სხვადასხვა უბნის დანიშნულებას და ასაბუთებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინტეგრალურ ფუნქციას;
  • საუბრობს ნერვული  სისტემისთვის ზოგიერთი მედიკამენტის  დამაზიანებელ ეფექტზე;
  • აღწერს ჰორმონის გამოყოფის ორმხრივი რეგულაციის პროცესს (რეგულაცია ცენტრალური ნერვული სისტემიდან და რეგულაცია მოცემული ჰორმონის კონცენტრაციით სისხლში);
  • განასხვავებს  პირობით და უპირობო რეფლექსებს და სქემატურად გამოსახავს რეფლექსურ რკალს.

რესურსები