ბიოლ.VIII.9.

VIII კლასი

მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

ინდიკატორები

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოიპოვებს ინფორმაციას ხერხემლის  განვითარების პათოლოგიების   (მაგ., სქოლიოზი,  კიფოზი, ლორდოზი, დისკოზი) და მათი გამომწვევი მიზეზების  შესახებ. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და წარადგენს კლასის წინაშე;
  • აღწერს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის და  განსაზღვრავს მის როლს სხვადასხვა დაავადების რისკის შემცირებაში;
  • სიმულაციურ თამაშში განახორციელებს პირველადი დახმარების ღონისძიებებს სხვადასხვა სიტუაციისათვის  (მაგ., ჩონჩხის ტრავმა, სისხლდენა, დამწვრობა, მოყინვა, სითბური და მზის დაკვრა,  მაღალი ტემპერატურა, გონების დაკარგვა, ეპილეფსიური შეტევა,  კვებითი და ტოქსიკური ნივთიერებებით  მოწამვლა, რადიაციული დასხივება);
  • მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვების” პროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი   დარღვევების  შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა);
  • მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე;
  • გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
  • აღწერს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული პირობების მნიშვნელობას ინფექციური დაავადებების (მაგ.,  შიდსი, ტუბერკულოზი) და მათი გავრცელების პრევენციის საკითხებში.

რესურსები