ბიოლ.VIII.8.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ადამიანის გამრავლების სისტემის თავისებურებები და ჩანასახის განვითარების სტადიები. 

ინდიკატორები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ილუსტრაციაზე ამოიცნობს ადამიანის სასქესო უჯრედებს და ასახელებს მათ ფუნქციებს;
  • განასხვავებს ოვო- და სპერმატოგენეზს   და აღწერს სასქესო ჯირკვლების სხვადასხვა ზონაში მიმდინარე პროცესების  (მაგ., გამრავლების ზონა - მიტოზი, მომწიფების ზონა - მეიოზი) შესახებ;
  • ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო (გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება) შედეგს და მსჯელობს მათ ბიოლოგიურ როლზე;
  • სქემატურ გამოსახულებაზე   განასხვავებს ემბრიონული განვითარების ეტაპებს (მაგ. ზიგოტა, ბლასტომერები, ბლასტულა და სხვა);
  • მოიპოვებს ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. აკეთებს პრეზენტაციას.

 

რესურსები