ბიოლ.VIII.7.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შენარჩუნების (ჰომეოსტაზის) მნიშვნელობაზე.

ინდიკატორები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • იკვლევს  უჯრედების (მაგ., ერითროციტების) მდგომარეობას სხვადასხვა გარემოში (ჰიპერ- და ჰიპოტონურ ხსნარში) მოხვედრისას;
  • აღწერს ორგანიზმის  ცხოველქმედების შედეგად  წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების გამოყოფის გზებს  და ასაბუთებს თირკმელების მნიშვნელობას წყლის ბალანსის შენარჩუნებაში;
  • საუბრობს ორგანიზმის მუდმივი ტემპერატურის მნიშვნელობაზე და მისი შენარჩუნების გზებზე;
  • ხსნის მაღალმთიან რაიონებში ადამიანის სისხლის განსხვავებული შედგენილობის (ერითროციტების მაღალი კონცენტრაცია) მიზეზს.

 

რესურსები