ბიოლ.VIII.6.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
ინდიკატორები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მოიპოვებს ინფორმაციას ორგანიზმის დაცვითი შესაძლებლობების (მაგ., კანი, ლორწოვანი გარსები, ღვიძლი, ტემპერატურის მატება, ფაგოციტები, იმუნიტეტი) შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს მათი დარღვევის შედეგების შესახებ;
- საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლა, ოფლიანობა, წნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ;
- მსჯელობს ორგანიზმისათვის ნერვული და ჰუმორული სისტემების მაკოორდინირებელ მნიშვნელობაზე;
- ადგენს მარტივი რეფლექსური რკალის (მაგ., მუხლის რეფლექსი) სქემას;
- ადარებს პირობით და უპირობო რეფლექსებს და ადგენს შესაბამის ცხრილს;
- გეგმავს და იკვლევს პირობითი რეფლექსების წარმოქმნის პროცესს (მაგ., ზაზუნას, ძაღლის გაწვრთნა).