ბიოლ.IX.9.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა  ადამიანის ჯანმრთელობისათვის

ინდიკატორები

  • აგროვებს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედების შესახებ, მასალას წარმოადგენს რეფერატის, ფოტომასალის ან ჩანახატების სახით;
  • ასახელებს ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გარემოს (ლოკალური და გლობალური) ისეთი ცვლილებების   მაგალითებს, რომლებიც  მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;
  • მსჯელობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და აკეთებს დასკვნას;
  • იკვლევს საქართველოში გარემო ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული პროფესიული დაავადებების მიზეზების შესახებ, აგროვებს ინფორმაციას მათი პროფილაქტიკის საშუალებებზე და აკეთებს პრეზენტაციას.

რესურსები