ბიოლ.IX.8.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში
ინდიკატორები
- განარჩევს მცენარეებსა და ცხოველებზე მოქმედ ძირითად გარემო ფაქტორებს (მაგ., ტემპერატურა, განათება, წყალი, საკვები ნივთიერებები).
- იყენებს ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) კვადრატებად დაყოფის მეთოდს და სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პირობებში (მაგ., ტემპერატურა, ტენიანობა) აფასებს ინდივიდთა რომელიმე ჯგუფის მდგომარეობას;
- ამყარებს კავშირებს ეკოსისტემის კომპონენტებს შორის, მსჯელობს ორგანიზმთა გავრცელებისა და მრავალფეროვნების ძირითად მალიმიტირებელ ფაქტორებზე;
- იკვლევს (მზა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სიმულაციური პროგრამების დახმარებით) გარემო ფაქტორების (სინათლის ინტენსივობა, ტემპერატურა, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია) გავლენას ფოტოსინთეზის პროცესზე; აკავშირებს ფოტოსინთეზის პროცესსა და ბიომასის წარმოქმნას;
- დიაგრამის სახით წარმოადგენს ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვებში ჩართულ ორგანიზმებს (მაგ.,პირველადი მომხმარებელი და მტაცებელი) აღწერს მათ შორის არსებულ დამოკიდებულებებსა და მათ ადგილს ეკოლოგიურ პირამიდაში;
- იყენებს დიაგრამებს და აღწერს ნივთიერებების (ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, აზოტის და წყლის) მიმოქცევას ეკოსისტემებში და მსჯელობს ამ პროცესის მნიშვნელობაზე;
- ხელოვნური ეკოსისტემის მოდელზე (მზა, ან მის მიერ შექმნილი) გამოყოფს მის კომპონენტებს და პოულობს ანალოგიას ბუნებრივ ეკოსისტემებთან;
- ასახელებს მაგალითებს და აღწერს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
- ატარებს ცდებს ორგანიზმების განვითარებასა და ეკოლოგიური ფაქტორის ინტენსივობის (ოპტიმუმი, გაძლების ზედა და ქვედა ზღვარი) შორის დამოკიდებულების (მაგ., აღმონაცენის ზომა და წყლის რაოდენობა) დასადგენად. მონაცემებს წარმოადგენს გრაფიკულად.
რესურსები
სასკოლო ექსპერიმენტები პროგრამა “აინშტაინის“ მიხედვით

შავი ზღვის სკივრი