ბიოლ.IX.7.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ  განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს

ინდიკატორები

  • მოიპოვებს ინფორმაციას ევოლუციური შეხედულების ჩამოყალიბების შესახებ; განასხვავებს ლამარკისა და დარვინის მიერ მოწოდებულ შეხედულებებს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების შესახებ;
  • მსჯელობს დარვინისა და უოლესის მიერ გამოვლენილ მთავარ ევოლუციურ  ფაქტორზე (ბუნებრივი გადარჩევა)  და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს მის მოქმედებას;
  • ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს თავის შეხედულებას;
  • ახასიათებს არსებობისათვის ბრძოლის ფორმებს;
  • ატარებს ცდას ან აკვირდება არსებობისათვის ბრძოლის მიმდინარეობას ზრდის/განვითარების მაგალითზე მცენარის (მაგ., ორ ქოთანში ეულად და მჭიდროდ აღმოცენებულ მცენარე; ტყეში არაერთგვაროვნად განვითარებული ასაკოვანი ხემცენარეები). მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ფოტომასალა);
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს ევოლუციის საბოლოო შედეგზე (შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოშობა) და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ვიდეომასალა).

რესურსები

შავი ზღვის სკივრი