ბიოლ.IX.6.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექციასა და მედიცინაში

ინდიკატორები

  • ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს, ადარებს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს და განმარტავს მათ მნიშვნელობას;
  • აყალიბებს მემკვიდრეობითობის კანონებს და შესაბამისი ფორმულებით  გამოსახავს გენეტიკურ სქემებს, ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს  მათ ჩასაწერად;
  • ადგენს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას,  განსაზღვრავს კონკრეტული სქესის ინდივიდის დაბადების ალბათობას; 
  • აღწერს ადამიანში ზოგიერთი მენდელისეული ნიშნის (მაგ., თვალის ფერი,  ყურის ბიბილოს ფორმა) მემკვიდრეობის სქემას.  ასახელებს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების (მაგ., დაუნის დაავადება) მიზეზებს;
  • ასახელებს და აღწერს ცვალებადობის ფენოტიპურ და გენოტიპურ ფორმებს, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
  • არგუმენტირებულად მსჯელობს ადამიანის გენეტიკურ აპარატზე ზოგიერთი ფაქტორის (მაგ., ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მანქანის გამონაბოლქვი, პესტიციდები) ზემოქმედების საფრთხეზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და მსჯელობს გენეტიკის როლზე სელექციასა და მედიცინაში, მასალას  წარმოადგენს პრეზენტაციის სახით;
  • მოიპოვებს მასალას საქართველოში გავრცელებული ენდემური ჯიშების შესახებ (მაგ., ვაზი, ხორბალი, ხეხილი, ძროხა, ძაღლი) ამზადებს რეფერატს.

რესურსები