არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.7.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს თეატრალური ხელოვნების როლი საკუთარ და საზოგადოების ცხოვრებაში.

ინდიკატორები

  • მსჯელობს თეატრის როლზე მის ცხოვრებაში;
  • საუბრობს თეატრალურ დასზე/ სპექტაკლზე/ რეჟისორზე/ მსახიობზე/ როლზე, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს და ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას;
  • საუბრობს უმაღლესი განათლებისა და კარიერის შესაძლებლობაზე თეატრალურ ხელოვნებასა და მის მომიჯნავე დარგებში (კინო, ტელევიზია);
  • გამოთქვამს ვარაუდს, რა პრობლემაზე / თემაზე იქნება აქტუალური სპექტაკლის დადგმა მოცემულ მომენტში და მაყურებლის შესაძლო რეაქციაზე;          
  • მსჯელობს  თეატრის როლზე საზოგადოების  ცხოვრებაში  კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე (მაგალითად, თ. ჩხეიძის \"ჯაყოს ხიზნები\", მ. თუმანიშვილის \"ანტიგონე\"). 
  • განმარტავს, როგორ შეუძლია გამოიყენოს თეატრალური ხელოვნების შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა პროფესიაში;
  • მსჯელობს თანამედროვე ქართული თეატრის როლზე;

რესურსები