არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიკვლიოს და გააანალიზოს თეატრალური ხელოვნება. 

ინდიკატორები

  • იკვლევს დრამატურგიის სპეციფიკას ცნობილი ქართული და უცხოური

პიესების მაგალითზე;

  • მსჯელობს თეატრსა და კინოს  შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებაზე;
  • მსჯელობს თეატრალური ხელოვნების განსხვავებულ ფორმებზე (თოჯინური, ჩრდილების, ნიღბების თეატრი, პანტომიმა, ბალაგანი...) და მიმდინარეობებზე (აბსურდის თეატრი, კლასიკური თეატრი...);
  • კონკრეტული სპექტაკლის მაგალითზე მსჯელობს, როგორ აირეკლავს თეატრი ქვეყნის კულტურას, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, პოლიტიკურ, ისტორიულ ვითარებას;
  • ახასიათებს სხვადასხვა დრამატულ ჟანრს (ტრაგედია, კომედია, მელოდრამა, ვოდევილი);
  • შეისწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებს თეატრალურ ხელოვნებაში (განათება, მუსიკალური გაფორმება, სცენის ტექნიკური მოწყობა...).
  • მსჯელობს იმის შესახებ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ხელოვნების სხვადასხვა დარგი თეატრში და განიხილავს თეატრთან დაკავშირებულ პროფესიებს;
  • მსჯელობს თეატრის იმ მუშაკებზე და მათ როლზე თეატრში რომლებიც თავად არ ჩანან სცენაზე (დეკორატორი, რეკვიზიტორი, გრიმიორი, მკერავი, ჩამცმელი...);

რესურსები