არჩ.თ.ხ.X/XI/XIII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ეტიუდის, სცენის, სპექტაკლის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • საუბრობს სპექტაკლით / ეტიუდით / სცენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
  • მსჯელობს, რა არის სპექტაკლის იდეა, თემა, პრობლემა და რა თეატრალური ხერხებია გამოყენებული მათ გადმოსაცემად (სიტყვა, მოქმედება, მსახიობის ოსტატობა, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება...);
  • აანალიზებს სპექტაკლის, როგორც დროში მიმდინარე ნაწარმოების კომპოზიციურ წყობას (ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ფინალი; გამჭოლი მოქმედება);
  • განიხილავს და აფასებს მსახიობის ოსტატობას (მაგ, როლის შესრულების მანერა, სცენური სახის გადაწყვეტა, მეტყველების კულტურა, სასცენო მოძრაობა, ორიენტირება სცენიურ სივრცეში);
  • საუბრობს, როგორ არის გამოყენებული მხატვრული სახის  განვითარებისათვის თეატრალური ხელოვნების ელემენტები (კოსტიუმი, გრიმი, განათება, დეკორაცია, მუსიკალური გაფორმება, სცენა);
  • მსჯელობს როლის ფუნქციაზე სპექტაკლში (მაგალითად, როდრიგოს ფუნქცია შექსპირის ტრაგედიაში \\\"ოტელო\\\");
  • საუბრის დროს იყენებს შესაბამის ტერმინებს.      

რესურსები