არჩ.თ.ხ..X/XI/XIII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია სპექტაკლში მონაწილეობის მიღება.      

ინდიკატორები

  • წამოჭრის პრობლემას და მის მიხედვით შეარჩევს სპექტაკლის თემას;
  • თანაკლასელებთან ერთად განიხილავს და შეარჩევს ლიტერატურულ მასალას წარმოდგენისათვის;
  • წარმოადგენს შერჩეულ მასალას / თემას პიესის ფორმით;
  • თანაკლასელებთან ერთად ანაწილებს როლებს;
  • თანამშრომლობს მხატვართან, მუსიკალურ გამფორმებელთან;
  • რეპეტიციების დროს იცავს ეთიკის ნორმებს;
  • არ იბნევა მაყურებლის წინაშე და მიმართავს იმპროვიზაციას გაუთვალისწინებელ სიტუაციაში;
  • წარმოდგენის მსვლელობისას ასრულებს სიმღერას, ცეკვას;
  • იყენებს სივრცეში ორიენტაციის უნარს სპექტაკლის დროს;
  • არ არღვევს სამსახიობო ანსამბლს;
  • ქმნის პირობით სამყაროს ხმით, მხატვრული, მუსიკალური გაფორმებით, გახმოვანებით;
  • სპექტაკლის მსვლელობისას ინარჩუნებს შემოქმედებით ატმოსფეროს კულისებში.

რესურსები