არჩ.თ.ხ..X/XI/XIII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იცნობს და შეუძლია თეატრალური ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება შემოქმედებითი აქტივობისას.

ინდიკატორები

  • აღიქვამს და ფლობს საკუთარ სხეულს;
  • ავლენს წარმოსახვისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს;
  • გაითამაშებს სცენას, ეპიზოდს საკუთარი ცხოვრებიდან, მიმართავს იმპროვიზაციას;
  • იყენებს ვოკალურ მონაცემებს, მიმიკას, ჟესტებს, სხეულის პლასტიკას სიმღერის, მუსიკალური ფრაგმენტის  შესრულებისას;
  • ცეკვით, მოძრაობით აყვება სხვადასხვა სტილის მუსიკას და სხეულის ენით გადმოსცემს განწყობილებას;
  • განასახიერებს მხატვრულ სახეს (მაგ. კონკრეტულ საგანს, პერსონაჟს) და გადმოსცემს განწყობილებას, ემოციას, ქმედებას მიმიკის, ჟესტის,  მოძრაობის საშუალებით;
  • ასახიერებს რამდენიმე მოქმედ პირს ლიტერატურული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე (ავტორი, პერსონაჟი);
  • შეარჩევსEტემპს, რიტმს, იყენებს შესაბამის ინტონაციას, მიმიკას, ჟესტებს, იცავს ლოგიკურ მახვილებს, პაუზას სხვადასხვა ტიპის ლიტერატურული ტექსტის კითხვისას.

რესურსები