არჩ.ს.გ.X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და გააანალიზოს ხელოვნების  ნიმუში.

ინდიკატორები

  • აფასებს კონკრეტულ ნამუშევარს მასში წარმოჩენილი პროფესიო­ნა­ლიზმისა და შემოქმედებითი მიდგომის მიხედვით;
  • მსჯელობს ნამუშევრის კომპოზიციაზე;
  • განმარტავს, როგორ იყენებს ხელოვანი ხაზს რიტმის, დინამიკის, პლასტიკის, განწყობილების, ფორმის შესაქმნელად;
  • განმარტავს, როგორ აღწევს ხელოვანი სივრცულ ეფექტს ნამუშევარში;
  • საუბრობს, რა ხერხებით გადმოსცემს ხელოვანი განათებას ნამუშევარში (შუქ-ჩრდილი, ფერი);
  • მსჯელობს, რა ხერხით გადმოსცემს ხელოვანი ადამიანის ხასიათს პორტრეტში. 

რესურსები