არჩ.ხ.პ.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს შთაგონების სხვადასხვა წყარო  იდეების გენერირებისათვის.

ინდიკატორები

  • ირჩევს მისთვის საინტერესო მოვლენას და ასახავს ნამუშევარში; 
  • იღებს იდეებს სხვა საგნებში განვლილი მასალიდან და გამოსახავს მათ ნამუშევარში;
  • იღებს იდეებს დიზაინის უახლესი ტენდენციებიდან და გამოსახავს მათი შემდგომი განვითარების მისეულ ხედვას (ესკიზების,  სქემების, მაკეტების, მოდელების და ა.შ სახით);
  • ირჩევს თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ნამუშევარში;
  • ნამუშევარში გადმოსცემს ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს;
  • ასახავს მსოფლიოში მომხდარ უახლეს მნიშვნელოვან მოვლენას;
  • ირჩევს თემებს იდეების და განწყობილებების გამოსახატავად;
  • მომხდარი ფაქტის საფუძველზე (რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში, პირად ცხოვრებაში...) ქმნის კონცეფციას და წარმოადგენს მის მიერ შერჩეული ფორმით (ფოტო, ვიდეო, ინსტალაცია, პერფორმანსი, ჰეფენინგი და ა.შ.).

რესურსები