არჩ.ს.გ.X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.

ინდიკატორები

  • თანაგუნდელებთან ერთად განსაზღვრავს პროექტის იდეას (მაგ. ტელეგადაცემის, რადიოგადაცემის, სპექტაკლის დადგმა, გაზეთის, ჟურნალის წიგნის მაკეტის დამზადება, სკვერის კეთილმოწყობა, სკოლის, საკლასო ოთახის ინტერიერის დიზაინის შექმნა და სხვ.);
  • მონაწილეობას იღებს პროექტის დაგეგმვასა და ფუნქციების განაწილებაში;
  • გეგმავს და ახორციელებს იმ სამუშაოს,  რომელიც თვითონ უნდა შეასრულოს;
  • მონაწილეობას იღებს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში;
  • მეწყვილესთან  ან ჯგუფთან ერთად ქმნის ნაკეთობების (სამოსი, ტრასნპორტი, ინვენტარი და სხვ.) დიზაინის ესკიზებსა და მაკეტებს (მოდელებს) კონკრეტულ სტილში (მაგ. ეთნო, რეტრო, კლასიკა, თავისუფალი და სხვ.).

რესურსები