არჩ.ხ.პ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ჩაატაროს ექსპერიმენტი ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით ნამუშევრის შექმნისას. 

ინდიკატორები

  • ქმნის მრავალფიგურიან, დეკორატიულ, რიტმულ კომპოზიციებს თავის მიერ არჩეულ თემებზე ასოციაციების,  ემოციების გადმოსაცემად სხვადასხვაგვარი ეფექტების გამოყენებით;
  • შუქ-ჩრდილის, ბლიკის და დაცემული ჩრდილის საშუალებით გამოსახავს საგანთა მოცულობას;
  • აკეთებს ხელოვნების რომელიმე ცნობილი ნიმუშის ასლს და მიღებულ გამოცდილებას იყენებს ნამუშევრის შექმნისას;
  • კოლორიტის საშუალებით გადმოსცემს განწყობილებას;
  • იყენებს კონტრასტულ ფერებს ფერის ჟღერადობის გასაძლიერებლად,  ემოციების გადმოსაცემად;
  • კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად ატარებს ექსპერიმენტს    ფერებით (შეურევს სხვადასხვა მასალას-აკვარელს, გუაშს, პასტელს) შეარჩევს ფერთა გამას;
  • ქმნის მასშტაბურ ნამუშევ­რებს;
  • ფერწერული ნამუშევრის შექმნისას  იყენებს ტრადიციულ და არატრადიციულ იარაღებს და ტექნიკას, მასალას;
  • კომპოზიციური განაწილების სხვადასხვა ხერხს და პერსპექტივის კანონებს იყენებს კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად ნამუშევარში;
  • პეიზაჟის, პორტრეტის და ნატურმორტის ხატვის დროს ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და ამავე დროს ახერხებს სასურათე სიბრტყეზე ორგანული მთლიანობის შექმნას;
  • ქმნის მხატვრულ სახეებს მიმიკის, ჟესტიკულაციის, სხვადასხვა დეტალის მეშვეობით, კონტრასტის, ფაქტურის, შუქ-ჩრდილის, სხვადასხვაგვარი მონასმის გამოყენებით;
  • ნამუშევრის შექმნისას გააზრებულად სვამს მახვილს;
  • ქმნის სტილიზებულ ნამუშევარს;
  • აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ქვეყნის იკონოგრაფიულ სიმბოლოებზე და იყენებს ნამუშევარში იდეის გამოსახატავად;
  • ირჩევს ტრადიციული საქმიანობის რომელიმე სახეობას (თიხა, ფარდაგი, თექა, გობელენი, ქარგვა, ქსოვა, ხეზე ჭრა) და ქმნის დეკორატიულ-გამოყენებით საგნებს  მასალათა თვისებების გათვალისწინებით;
  • აგროვებს ინფორმაციას თანამედროვე ხელოვნების უახლეს  ფორმებზე (ტექნოლოგია, თეორიები, გამომსახველობით ხერხები, მასალა) ატარებს ექსპერიმენტს, შეიმუშავებს საკუთარ კონცეფციას და იყენებს თვითგამოხატვისათვის შერჩეულ სფეროში (მხატვრობა,   დიზაინი, ფოტოგრაფია და ა. შ.) ნამუშევრის შესაქმნელად;
  • გარკვეული იდეის გამოსახატავად ატარებს ექსპერიმენტს თანამედროვე ტექნოლოგიების (ინსტალაცია, ვიდეოარტი, ფოტოგრაფია) და მასალის (ლითონი, ქაღალდის ნაკეთობა, ქსოვილი, პლასტიკატი და სხვ.) გამოყენებით;
  • ქმნის გაზეთის, ჟურნალის მაკეტს, რისთვისაც იყენებს ბეჭდვითი ტექნოლოგიების  თანამედროვე მიდგომებს და ტექნიკას.

რესურსები