არჩ.ს.გ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენს ხელოვნების ელემენტებ, პრინციპებ, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა თვითგამოხატვისათვის. 

ინდიკატორები

  • იყენებს კოლორიტს, კომპოზიციური განაწილების პრინციპებს ემოციების,  იდეების გადმოსაცემად;
  • ქმნის მხატვრულ სახეებს მიმიკის, ჟესტიკულაციის, სხვადასხვა დეტალის მეშვეობით, კონტრასტის, ფაქტურის, შუქ-ჩრდილის, სხვადასხვაგვარი მონასმის გამოყენებით;
  • ფუნჯის სხვადასხვაგვარი (წრიული, ვერტიკალური, ჰორიზონტ­ა­ლური, დიაგონალური) მონასმებით ქმნის დიდი ზომის ნამუშევ­რებს;
  • ირჩევს ტრადიციული საქმიანობის რომელიმე სახეობას (თიხა, ფარდაგი, თექა, გობელენი, ქარგვა, ქსოვა, ხეზე ჭრა) და ქმნის დეკორატიულ-გამოყენებით საგნებს  მასალათა თვისებების გათვა­ლის­წი­ნებით;
  • იყენებს უახლეს მიდგომებს შერჩეულ სფეროში ნამუშევრის შესაქმნელად.

რესურსები