არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე შეუძლია  გამოიკვლიოს გლობალური მასშტაბით კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების სხვადასხვა გზა.

ინდიკატორები

  • ეძებს ცოდნის შეძენის სხვადასხვა გზას, რომელიც დამყარებულია მოსწავლეთა გუნდურ მუშაობაზე;
  • იყენებს ფართო სპექტრის ისტ-ის ხელსაწყოებსა და მედიას ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში ეფექტურად გაზიარების, გაცვლისა და პრეზენტაციისთვის;
  • იღებს ხარისხიან გადაწყვეტილებას, რომელიც მიუთითებს, რომ  მის მიერ ინტერპრეტირებული ინფორმაციის ფორმა ადეკვატურია და შეესაბამება აუდიტორიას, მიზანსა და შინაარსს;
  • კომუნიკაციისას ითვალისწინებს ეთიკურ  და უსაფრთხოების ნორმებს.

რესურსები