არჩ.მულტ.დიზ.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ვიდეო პროექტის დაგეგმვა, განვითარება და წარმოდგენა; ამბის გადმოცემის მიზნით  სტატიკური და დინამიური სურათების, ტექსტის, აუდიო და ვიდეო ფრაგმენტების კომბინირებით ვიდეო პროდუქტის შექმნა.

 

ინდიკატორები

  • წინასწარ განსაზღვრავს ფილმის მიზანს.
  • ითვალისწინებს აუდიტორიის სპეციფიკას (ასაკი, განათლება, სოციალური ჯგუფი) და არჩევს  შესაბამის გამომსახველობით, მულტიმედიურ საშუალებებს;
  • წინასწარ გეგმავს ფირზე აღსაბეჭდი კადრების თანამიმდევრობას;
  • ადგენს გადაღებების სამუშაო გეგმას (რესურსების სიას, ვადებსა და ლოჯისტიკურ საკითხებს);
  • იყენებს  კომპოზიციური განაწილების პრინციპებს იდეების გადმოსაცემად;
  • გადაღების დროს იყენებს სუბიექტის სამი ტიპის განათებას  (მთავარი განათება, ფონი და შემავსებელი განათება);
  • განათების მიხედვით არეგულირებს გადაღების ხასიათსა და განწყობას (მაგ.: სიბნელე და ჩრდილები გამოკვეთილად ახასიათებს დრამატულ მომენტებს.);
  • აანალიზებს ციფრული კამერის კონფიგურაციასა და გადაღებული კადრების ხარისხს;
  • აფასებს ციფრული კამერის პოზიციის, კუთხისა და მოძრაობის სიჩქარის ეფექტს;
  • იწერს ხმოვან ფრაგმენტებს ციფრული კამერით;
  • მიზნის  შესაბამისად (მაგ., მუსიკალური ფონი, ლაიტთემა)  შეარჩევს მუსიკალურ მასალას;
  • ჩაწერილი ინფორმაცია გადააქვს კომპიუტერში;
  • არედაქტირებს ვიდეო და ხმოვან ფრაგმენტებს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით;
  • გადაღებული კადრების კომბინირებითა და სხვადასხვა ეფექტის გამოყენებით ქმნის საბოლოო ვიდეო პროდუქტს;
  • ასათაურებს ფილმს
  • აკეთებს შესაბამის ტიტრებს (მაგ.: ფილმის სათაური, სპონსორი, მონაწილეები)

რესურსები