არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.8.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლიაგანიხილოს თანამედროვე სამყაროს კულტურული მრავალფეროვნება და იმსჯელოს კულტურათა თანაბარმნიშვნელოვნებასა და მათ შორის  დიალოგის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე.  

ინდიკატორები

  • მსოფლიო მაგალითების განხილვით გამოავლენს კულტურული მრავალფეროვნების არსს; განასხვავებს და ადარებს ერთმანეთს  კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ ნორმებსა და სტერეოტიპებს;  
  • სხვადასხვა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კულტურათა დიალოგის კონტექსტში და უკავშირებს მათ რეალურ შედეგებს. განიხილავს დიალოგს, როგორც კონფლიქტების პრევენციის საშუალებას;
  • მისთვის ცნობილი მაგალითების განხილვით ადგენს, ერთი მხრივ, ეთნოცენტრიზმის, შოვინიზმის, ქსენოფობიის, რასიზმის, გამოვლინების ფორმებს და, მეორე მხრივ, შემწყნარებლობის/ტოლერანტობის მნიშვნელობას;
  • საკუთარი და თანაკლასელების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობას იღებს გასვლით გაკვეთილებში  მუზეუმებსა და/ან არქეოლოგიის, ისტორიის, არქიტექტურის ძეგლებზე. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოიძიებს დამატებით ლიტერატურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მეთოდებთან დაკავშირებით და წერს ესეს;
  • ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ადგენს საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სახეობების კლასიფიკაციას. აცნობიერებს საქართველოს  კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის საზოგადოებრივ  მნიშვნელობას.  

რესურსები