არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს დრო, როგორც თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი რესურსი.

ინდიკატორები

  • განასხვავებს თანამედროვე ურბანული და ტრადიციული აგრარული  საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ დროის აღქმის თავისებურებებს და მსჯელობს ამის მიზეზებზე; 
  • აცნობიერებს დროის ერთიან აღქმას და ქცევის სინქრონიზებას, როგორც თანამედროვე საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირების აუცილებელ პირობას;   
  • ატარებს  სხვადასხვა შეხვედრაზე დათქმულ დროზე მისვლის ან  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგის სიზუსტის კვლევას;
  • ინდივიდუალურად ან ჯგუფში მუშაობისას ადარებს  ერთმანეთს  სკოლისშემდგომი დროის განაწილების საკუთარ და თანაკლასელების გრაფიკებს; მსჯელობს  საქმიანობებში მიღწეულ წარმატებებსა და დროის რაციონალური განაწილების კავშირზე;
  • აანალიზებს,  მსჯელობს და მოყავს კონკრეტული მაგალითები საკუთარი ოჯახის, ნაცნობების და მეგობრების პრაქტიკიდან; ჯგუფური დისკუსიის დროს გაიაზრებს პრობლემებს საფინანსო ვალდებულებების დროში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და მოჰყავს მისთვის ცნობილი მაგალითები. მსჯელობს ცნობილი გამონათქვამის - “დრო ფულია” - არსსა და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე თანამედროვე ცხოვრებაში.

რესურსები