არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს თანამედროვე/ურბანული და ტრადიციული/რურალური  კულტურების  ძირითად განმასხვავებელ მახასიათებლებზე.

ინდიკატორები

  • ეცნობა საქართველოს კუთხეებისათვის დამახასიათებელ  თავისებურებებს და ადარებს მათ მსხვილი ურბანული ცენტრების  კულტურას;
  • საკუთარი, ან სხვა ოჯახების მაგალითზე იკვლევს  ტრადიციული  და თანამედროვე ქალაქური ოჯახების სიდიდეს, თაობების რაოდენობას, შვილიანობას; ახდენს მათ შედარებას, მსჯელობს განმაპირობებელ მიზეზებსა და ტენდენციებზე;
  • მოსწავლე ადგენს ცხრილს, რომელშიც  სხვადასხვა ეპოქის მიხედვით  აისახება ადამიანთა სივრცითი და სოციალური მობილობის მაგალითები. აფასებს მობილობას, როგორც თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს;
  • სხვადასხვა სიტუაციის განხილვის საფუძველზე   აკეთებს ტრადიციული და ურბანული საზოგადოებებისათვის დამახასიათებელი სოციალური კონტაქტების ხასიათის ანალიზს და აკეთებს დასკვნას; 
  • არგუმენტირებული მსჯელობით ასაბუთებს არჩევანის შესაძლებლობას ტრადიციულ და ურბანისტულ კულტურებში.  

რესურსები