არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანის  ორბუნებოვნება: მემკვიდრული (ანატომიური და ფიზიოლოგიურდა შეძენილ (სოციალურ-კულტურული).

ინდიკატორები

  • მონაწილეობს დისკუსიაში და მისთვის ცნობილი მაგალითების მოყვანით ასაბუთებს, რომ კულტურა არ გადაიცემა ბიოლოგიური გზით;
  • კლასში ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისას ერთმანეთისგან განასხვავებს ადამიანში გენეტიკური და სოციალურ-კულტურული ფაქტორებით განპირობებულ ნიშან-თვისებებს;
  • აფასებს სხვადასხვა კულტურაში ადამიანის ანატომიაზე ზემოქმედების დანიშნულებას და შედეგებს.

რესურსები