არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.9.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს  კულტურათა ცვალებადობის მაგალითებს და    შეუძლია იმსჯელოს იმაზე, რომ კულტურის დინამიკას  შიდა და გარე ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს.

ინდიკატორები

  • გაიაზრებს  სუბკულტურის,  კონტრკულტურის და მასკულტურის ცნებების არსს;  ჯგუფში განიხილავს ამ ცნებების მახასიათებლების ერთიან  ჩამონათვალს და ადგენს შესაბამის კლასიფიკაციას;
  • ახასიათებს საკუთარი  და წინა თაობების კულტურულ ნორმებსა და ქცევის ნიმუშებს, გამოყოფს უცვლელ  და განსხვავებულ მახასიათებლებს და უკავშირებს მათ  კულტურის  სახეცვლილებას დროში;
  • ინდივიდუალურად იკვლევს ძველი ქართული კლასიკური ნაწარმოებების ენას, თანამედროვე ლიტერატურულ ენას და ყოფით მეტყველებას; აანალიზებს ერთი და იმავე ცნების ლექსიკურ ევოლუციას და უკავშირებს მას კულტურის ცვლილებას;
  • აანალიზებს მასობრივი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ტელევიზია, ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და ა.შ.) როლს  თანამედროვე კულტურის განვითარებაში და ჯგუფში მსჯელობს ამ ტექნოლოგიების პერსპექტივებზე.

რესურსები