არჩ.მსოფ.კულტ. X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს ანალიზის შედეგად შეუძლია გააცნობიეროს, რომ ადამიანთა ნებისმიერი სტაბილური ერთობა   გულისხმობს ამ ერთობის მდგრადობის უზრუნველმყოფი რეგულაციური სისტემების არსებობას.

ინდიკატორები

  • ჯგუფში და ინდივიდუალურად ადგენს ნებისმიერი კულტურისათვის დამახასიათებელი უნივერსალიების ჩამონათვალს. ირჩევს ამ ჩამონათვალიდან რამდენიმეს  და განიხილავს მათ კონკრეტულ ფორმებს  სხვადასხვა კულტურაში; 
  • მიმოიხილავს კულტურის გავლენას  კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის ბიოლოგიური, სოციალური და პიროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ფორმების გათვალისწინებით და წერს ესეს;
  • ჯგუფში ან ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მსჯელობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციის მნიშვნელობასა და სირთულეზე. 

რესურსები