არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეაფასებს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ ეკონომიკური და ეთიკური კომპრომისების საჭიროებას.

ინდიკატორები

  • განმარტავს ეკოსისტემების სერვისებს და ახასიათებს ადამიანის მიერ ბიომრავალფეროვნებისგან მიღებული მდგრადი სარგებლის მნიშვნელობას.
  • მოიპოვებს ინფორმაციას (საქართველოში, მსოფლიოში) გენმოდიფიცირებული კულტურების გავრცელების შესახებ. მსჯელობს ასეთი კულტურების  გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე;
  • მსჯელობს საქართველოს ტყეების გარემოსდაცვით, ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ–ეკონომიკურ მნიშვნელობაზე;
  • იკვლევს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარს, ადგენს ბიოაგროწარმოების პროდუქტების წილს. მსჯელობს ბიოაგროწარმოების პროდუქტების წარმოების განვითარების პერსპექტივაზე;
  • აანალიზებს გარემოს დეგრადაციის, ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და სიღარიბის პრობლემების ურთიერთკავშირზე და მსჯელობს მათ გავლენაზე მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე.

რესურსები