არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლესშეუძლია მსჯელობა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კონსერვაციულ  მიდგომებზე. 

ინდიკატორები

  • განმარტავს გარემოს დაცვის ინ–სიტუ (მაგ. დაცული ტერიტორიები, ეკოსისტემების მენეჯმენტი) და ექს–სიტუ (მაგ., რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია)  მეთოდებს, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები;
  • აანალიზებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი გამოყენების საკითხში;
  • მოსწავლე მოიძიებს ინფორმაციას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ისტორიულ მაგალითებზე (საქართველო, მსოფლიო);
  • შეიმუშავებს საკუთარ რეგიონში, ან მიმდებარე ტერიტორიაზე დეგრადირებული ტყის კორომის აღდგენის პროექტს;
  • იკვლევს საქართველოს რომელიმე რეგიონისათვის დამახასიათებელ სასოფლო–სამეურნეო კულტურების და/ან სასოფლო–სამეურნეო ტრადიციებს, მსჯელობს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში ისტორიული ტრადიციების როლზე;
  • ამზადებს რეფერატს ბიოაგროწარმოების განვითარების შესაძლებლობებზე საკუთარ ან საქართველოს რომელიმე რეგიონში.

რესურსები