არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ბიომრავალფეროვნების  შემცირებაზე მოქმედი ფაქტორები (მაგ., კლიმატის ცვლილება, საბინადრო გარემოს განადგურება, ჭარბი მოპოვება, ინვაზიური სახეობების  ზემოქმედება, გარემოს დაბინძურება) მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითებზე.

ინდიკატორები

  • აანალიზებს ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებს საქართველოს,  კავკასიისა და მსოფლიოს მაგალითებზე;
  • მოიპოვებს უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, აანალიზებს მათ და მსჯელობს საქართველოში გავრცელებული სახეობებსა და ეკოსისტემებთან დაკავშირებულ  საფრთხეებზე;
  • ამზადებს პრეზენტაციას სამრეწველო დაბინძურების (მაგ., წიაღისეულის არასწორი მოპოვება, მრეწველობის გამონაბოლქვი, სამრეწველო ჩამდინარე წყლები) შედეგად გარემოს (წყლის, ჰაერისა და ნიადაგის) დაბინძურების პრობლემაზე და მის გავლენაზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;
  • აანალიზებს ინტენსიური სოფლის მეურნეობის უარყოფით ზეგავლენას (მაგ., მექანიზაცია, პესტიციდები და სასუქები – ნიადაგის დეგრადაცია; ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული კულტურები) გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითებზე;
  • მსჯელობს ტყეების დეგრადაციის შედეგაც გამოწვეული საფრთხეების შესახებ;
  • მონაწილეობს დისკუსიაში ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების შედეგად ბიომრავალფეროვნების შემცირების  შესახებ (განიხილავს საქართველოში, კავკასიაში ან მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს);
  • ამზადებს პრეზენტაციას ბიომრავალფეროვნების შემცირებით გამოწვეულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე/სახეობის გადაშენებაზე. მსჯელობს ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებზე.
  • მოსწავლე აანალიზებს ჭარბი მოპოვების შედეგების კასკადურ ეფექტს (მაგ., ერთი სახეობის განადგურება როგორ იწვევს სხვა სახეობების განადგურებას).  იკვლევს ლოკალურ გარემოს (მაგ. ჭარბი ნადირობა, დიდი ქალაქების მომიჯნავე ტერიტორიებზე სეზონური ყვავილოვანი მცენარეების ჭარბი მოპოვება) და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ვარაუდობს, თუ რა შეიძლება მოხდეს 5, 10 ან 20 წლის შემდეგ.  

რესურსები