არჩ.კონს. ბიოლ. X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლესშეუძლია განსაზღვროს ბიომრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა.

ინდიკატორები

  • ახასიათებს ბიომრავალფეროვნების ძირითად კომპონენტებს/დონეებს და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე;
  • აღწერს დედამიწის ბიოგეოგრაფიული დარაიონების პრინციპებს;
  • ადარებს ერთმანეთს კონტინენტების ტიპობრივ ეკოსიტემებს არსებითი მახასიათებლების მიხედვით ( მაგ., ძირითადი დამახასიათებელი სახეობები);
  • მსჯელობს დედამიწაზე სახეობებისა და ეკოსისტემების განაწილების ბუნებრივ და ისტორიულ კანონზომიერებაზე და ამ პროცესში ადამიანის როლზე;
  • მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ და აფასებს მის მნიშვნელობასა და სტატუსს;
  • მოსწავლე მსჯელობს აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე;
  • მსჯელობს ორგანული (ბიო, ეკოლოგიური) აგროწარმოების მნიშვნელობაზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის გავრცელების შესახებ;
  • იკვლევს ბიოაგროწარმოების განვითარების შესაძლებლობებს საკუთარ ან საქართველოს რომელიმე რეგიონში.

რესურსები