არჩ.კომპ.მეც.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ალგორითმის და მონაცემთა სტრუქტურის რეალიზაცია, კომპიუტერში პროგრამული ბრძანებების მიმდევრობის კორექტული შესრულება.

ინდიკატორები

  • ფლობს კონკრეტული პროგრამირების ენის ძირითად სინტაქსს და ესმის საბაზისო ბრძანებების მნიშვნელობა (სემანტიკა);
  • შეძლებს დაგეგმილი ოპერაციების და/ან ფსევდო კოდის დაპროგრამებას პროგრამირების ენაზე;
  • პროგრამის გაშვების  მიზნით, კომპიუტერს გადაათარგმნინებს დაპროგრამებულ კოდს მანქანურ ენაზე (დააკომპილირებს) და უშვებს პროგრამას;
  • პროგრამული შეცდომის შემთხვევაში, პროგრამის ნაკადის ნაბიჯ–ნაბიჯ შემოწმებით  აკეთებს  შეცდომის ლოკალიზებას და აღმოფხვრის მას.

რესურსები