არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ფილმების გაანალიზება.

ინდიკატორები

  • გამოყოფს  არჩეული ეტაპის ფარგლებში მისთვის საინტერესო ფილმის იდეასა და თემატიკას, გამოთქვამს  საკუთარ შეხედულებასა და დამოკიდებულებას მის მიმართ (წერითი ფორმით და დისკუსიისას);
  • განსაზღვრავს ფილმის ჟანრს და ახასიათებს მის თავისებურებას და    გადმოგვცემს საკუთარ დამოკიდებულებას ამ კონკრეტული ჟანრისადმი;
  • ახდენს სამსახიობო შესრულების თავისებურების ანალიზს: აღწერს, თუ რამდენად დამაჯერებელი და უშუალოა მსახიობი, რამდენად ახერხებს პერსონაჟის ფსიქოლოგიური ნიუანსების გამოვლენასა და მხატვრული სახის შექმნას;
  • ახდენს  ფილმის სტრუქტურის მარტივ  ანალიზს: მიუთითებს, თუ რა საშუალებებს იყენებს რეჟისორი ჩანაფიქრის მხატვრულად გადმოცემისთვის - როგორ აწყობს დრამატურგიულად, როგორია კადრის კომპოზიცია, ხედები, რაკურსები, განათება, ფილმის რიტმი და ა.შ.;
  • ახდენს აუდიო სტრუქტურის მარტივ  ანალიზს: განსაზღვრავს რამდენად დიდია ხმის მხატვრული დატვირთვა, როგორ იყენებს რეჟისორი დიალოგს, ხმოვან პაუზებს, მუსიკას და ა.შ.;
  • განსაზღვრავს კინოენის ძირითად ელემენტებს: (კადრი, კომპოზიცია, მონტაჟის ელემენტები და სხვა);
  • საუბრისა და წერის დროს იყენებს  კინოტერმინოლოგიას (მსხვილი ხედი, რაკურსი, დეტალი, პანორამა და სხვ.). 

რესურსები