არჩ.კ.ხ.I.X/XI/XII..1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს მსოფლიო კინოხელოვნების რომელიმე  ეტაპს.

ინდიკატორები

  • ასაბუთებს თავის არჩევანს;
  • აგროვებს ინფორმაციას ამა თუ იმ ეტაპის შესახებ და აწყობს პრეზენტაციას (ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად);
  • აანალიზებს  არჩეული ეტაპის ისტორიულ, სოციალურ-პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტს (მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური პროცესები და მათი გავლენა ზოგად კულტურულ ატმოსფეროზე);
  • მსჯელობაში გამოყოფს  ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით საშუალებებს (კადრის კომპოზიცია, ხედები, რაკურსები, განათება, ფილმის რიტმი და სხვა);
  • ირჩევს მისთვის საინტერესო კინემატოგრაფისტს და იკვლევს  მის შემოქმედებას;
  • ირჩევს და მსჯელობს ქართული კინოს რომელიმე ეტაპის (უხმო პერიოდი, 20-იანი წლები, 60-იანი წლები და სხვა) ისტორიული და კულტურული კონტექსტის შესახებ;
  • ადარებს ქართული კინოს არჩეულ პერიოდს მსოფლიო კინემატოგრაფში პარალელურად მიმდინარე პროცესთან;
  • აგროვებს ინფორმაციას და გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას თანამედროვე კინოპროცესში ახალი ტექნოლოგიების როლზე.

რესურსები