არჩ.კ.ხ.II. X/XI/XII.5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზს კინოხელოვნების როლ საკუთარ  და საზოგადოების ცხოვრებაში.

ინდიკატორები

  • მსჯელობს კინოხელოვნების როლზე საკუთარ ცხოვრებაში;
  • მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის სოციალურ მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე;
  • მსჯელობს შემოქმედის მოქალაქეობრივ როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში (გ.შენგელაიას “ალავერდობა”, ელ.შენგელაიას “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”);
  • მსჯელობს კინოხელოვნების ზეგავლენაზე პიროვნების, საზოგადოებრივი ცნობიერების და ცხოვრების სტილის ჩამოყალიბებაზე (ო. იოსელიანის “გიორგობისთვე”, ჟ-ლ. გოდარი “უკანასკნელ ამოსუნთქვაზე”, ჯ. კიტინგის “მკვდარი პოეტების საზოგადოება”);
  • განმარტავს როგორ შეუძლია გამოიყენოს კინოხელოვნების  შესწავლით  მიღებული ცოდნა და უნარები  მომავალ პროფესიულ საქმიანობაში;
  • საუბრობს უმაღლესი განათლების და პროფესიული დასაქმების შესაძლებლობაზე კინოხელოვნებასა და მის მომიჯნავე დარგებში (ტელევიზია, სარეკლამო საქმე, თეატრი).

რესურსები