არჩ.ხ.თ.X/XI/XII.6.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს ხელოვნების როლი საკუთარ და  საზოგადოების ცხოვრებაში.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ხელოვნების როლზე თავის ცხოვრებაში;
  • განმარტავს, როგორ შეუძლია გამოიყენოს ხელოვნების შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა პროფესიაში;
  • მსჯელობს უმაღლესი განათლების და კარიერის შესაძლებლობებზე ხელოვნებაში;
  • იკვლევს, რა ნიშნით იყო შერჩეული ნამუშევრები კონკრეტული ექს­პო­ზიციის მოსაწყობად მუზეუმში ან გალერეაში და საუბრობს სავარაუდო გავლენაზე, რომელსაც იქონიებს გამოფენა დამთვა­ლიე­რებელსა და საზოგადოებაზე;
  • იკვლევს, რა სახით გვხვდება ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში  (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, პლაკატი, აფიშა, დიზაინი) და აფასებს მის მნიშვნელობას;
  • მოიძიებს ინფორმაციას რომელიმე ცნობილ არქიტექტურულ ძეგლზე (მაგ.ფილარმონია, პარლამენტის შენობა) ან მონუმენტური ხელოვნების ნიმუშზე (მაგ. გრიბოედოვის თეატრის მოზაიკური პანო) და მის მაგალითზე მსჯელობს ხელოვნების როლზე საზოგადოების ცხოვრებაში;
  • კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე, მსჯელობს, რა განსხვავებაა ფართო მოხმარების საგნებსა და ხელოვნების ნიმუშებს შორის;
  • ადარებს პროფესიონალისა და მოყვარულის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ცხოვრებაში შეხვედრია და მსჯელობს მათ შესახებ.

რესურსები