არჩ.ხ.თ.X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეირჩევს და იკვლევს ქართული ხელოვნების რომელიმე პერიოდს/დარგს/შემოქმედს.

ინდიკატორები

  • ადარებს ერთმანეთს შერჩეული სფეროს (საეკლესიო არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, დაზგური ფერწერა და ა.შ) რამდენიმე ნიმუშს და მსჯელობს თითოეულის დამახასიათებელ ნიშნებზე;
  • ადარებს შერჩეული პერიოდის/დარგის ნიმუშებს სხვა კულტურის იმ ნიმუშებთან, რომლებსაც მსგავსი სტილისტური მახასიათებლები გააჩნია;
  • მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრების ან მის კონკრეტული ნაწარმოების შესახებ და მსჯელობს, რა გავლენა იქონია ამ ხელოვანის შემოქმედებამ საზოგადოების ცხოვრებაზე;
  • ახასიათებს რომელიმე ხელოვანის შემოქმედებას სტილისტური ნიშნების მიხედვით;
  • ადარებს შერჩეული პერიოდის ნიმუშებს სხვა პერიოდის ქართული   ხელოვნების  ნიმუშებს;
  • მოიძიებს მასალას იმ ორგანიზაციების (მაგ. UNESCO, “ძეგლთა დაცვა”), პროექტების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – რესტავრაციას საქართველოში, ასახელებს იმ ძეგლებს, რომლებსაც, მისი აზრით, დაუმატებდა ნუსხას და  ასაბუთებს საკუთარ არჩევანს.

რესურსები