არჩ.ხ.თ.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე ირჩევს და იკვლევს რომელიმე ეპოქის ხელოვნებას.

ინდიკატორები

  • ასაბუთებს, რა ნიშნით მიანიჭა უპირატესობა შერჩეულ    პერიოდს;
  • სხვა საგნებში განვლილ და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით  საუბრობს, რა ხდებოდა თანადროულად სახვით, მუსიკალურ, თეატრალურ ხელოვნებაში,  მეცნიერებასა და ფილოსოფიაში შერჩეული ეპოქის რომელიმე კონკრეტულ პერიოდში;
  • მსჯელობს, როგორ აისახება ეპოქა (იდეური და სტილისტური ეპოქალური ნიშნები) ხელოვანის შემოქმედებაზე რამდენიმე კონკრეტული ნაწარმოების მაგალითზე;
  • მსჯელობს, როგორ აისახება მხატვრის ინდივიდუალობა კონკრეტულ ნამუშევარში (ერთი და იმავე ეპოქის ორი შემოქმედის ნამუშევრების შედარების მაგალითზე);
  • აგროვებს ინფორმაციას მის მიერ არჩეული პერიოდის ცნობილ წარმომადგენლებზე, მათ შემოქმედებაზე და აცნობს თანაკლასელებს;
  • იკვლევს შერჩეული ეპოქის ხელოვნების (ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუასაუკუნეები, XV-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპა) ისტორიულ, სოციალურ, რელიგიურ, პოლიტიკურ კონტექსტს;
  • იკვლევს, შერჩეული ეპოქის ნიმუშებში ჩანს თუ არა შემოქმედის პიროვნება და რატომ (ადარებს ამ კუთხით ეგვიპტურ, ანტიკურ, შუა საუკუნეების, რენესანსის და სხვა ეპოქების ხელოვნებას);
  • აანალიზებს, რა გავლენა იქონია შერჩეული ეპოქის ხელოვნებამ  მომდევნო პერიოდის ხელოვნებაზე რამდენიმე ნიმუშის მაგალითზე;
  • მსჯელობს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებზე,  (კომპოზიციური განაწილება, კოლორიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა) თემატიკაზე, რამდენიმე ნიმუშის მაგალითზე;
  • მსჯელობს,  რატომ იყო განვითარებული ესა თუ ის დარგი ამა თუ იმ ეპოქაში (მაგ. ქანდაკებაში-მრგვალი ქანდაკება, ბარელიეფი, ჰორელიეფი, ჩაკვეთილი რელიეფი).

რესურსები