არჩ.ხ.თ.X/XI/XII.1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს და გააანალიზოს ხელოვნების ნიმუში.

ინდიკატორები

  • აღწერს ნამუშევარს და აკავშირებს შინაარსს  ისტორიულ,  პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ კონტექსტთან;
  • აანლიზებს, როგორ არის  გამოყენებული ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, შესრულების მანერა, მონასმი, ხაზი, ფორმა დეტალი, პოზა,  გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.);
  • აფასებს ნამუშევარს (გამოთქვამს სუბიექტურ დამოკიდებულებას ნამუშევრის მიმართ) და განუმარტავს თანაკლასელებს, რა კრიტერიუმებით  იხელმძღვანელა (ემოცია, ნამუშევრის ესთეტიკური და მატერიალური ღირებულება);
  • იკვლევს და აღწერს, რა გავლენას ახდენს ხელოვნების ნაწარმოებზე სხვადასხვა ფაქტორი (მაგ. დრო, შენახვის პირობები, კლიმატი, ისტორიული მოვლენები) და მსჯელობს კონკრეტული ნამუშევრის ღირებულებაზე (ავტორი, ეპოქა, მასალა, დაზიანებულია თუ არა);
  • თავისუფლად ფლობს ტერმინებს ხელოვნების ნიმუშის აღწერისა და ანალიზის დროს, როგორც ზეპირად მსჯელობისას, ისე - წერილობით.

რესურსები