არჩ.ხ.პ.X/XI/XII.9.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლე იკვლევს და შეუძლია გააანალიზოს ხელოვნების როლი საკუთარ და  საზოგადოების ცხოვრებაში.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ხელოვნების როლზე საკუთარ ცხოვრებაში;
  • განმარტავს, ხელოვნების შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები როგორ შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა პროფესიაში;
  • მსჯელობს უმაღლესი განათლებისა და კარიერის შესაძლებლობებზე ხელოვნებაში;
  • იკვლევს, რა ნიშნით იყო შერჩეული ნამუშევრები კონკრეტული ექსპოზიციის მოსაწყობად მუზეუმში ან გალერეაში და საუბრობს იმ სავარაუდო გავლენაზე, რომელსაც იქონიებს გამოფენა დამთვალიერებელსა და საზოგადოებაზე;
  • იკვლევს, რა სახით გვხვდება ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში  (ტელევიზია, გაზეთი, ჟურნალი, პლაკატი, აფიშა, დიზაინი) და აფასებს მის მნიშვნელობას;
  • ადარებს პროფესიონალისა და მოყვარულის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ცხოვრებაში შეხვედრია და მსჯელობს მათ შესახებ.

რესურსები