არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 1.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია ფოლკლორის სპეციფიკის გააზრება;  შედარებითი ანალიზის საფუძველზე ფოლკლორულ  და ლიტერატურულ ტექსტებს შორის მსგავსება-განსხვავების გამოვლენა და მათზე მსჯელობა.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ფოლკლორული შემოქმედების სპეციფიკურ ნიშნებზე (ანონიმურობაზე, გადაცემის ზეპირ ხასიათზე, კოლექტიურობაზე, ვარიანტულობაზე);
  • მსჯელობს ფოლკლორისა და ლიტერატურის ურთიერთდამოკიდებულებაზე; განსაზღვრავს მათი ურთიერთობის ტიპებს;
  • მსჯელობს დამწერლობის სასიკეთო და საზიანო მხარეებზე ზეპირსიტყვიერებასთან დაკავშირებით;
  • გაიაზრებს ფოლკლორისა და ლიტერატურის განსხვავებულ მენტალობას, რომელსაც ტექსტის შექმნისა და მისი მოსმენის პროცესი განაპირობებს (მაგ., სავსებით წარმოსადგენია ავტორი, რომლის ნაწერს არავინ კითხულობს /  ჯერ არ წაუკითხავს, მაგრამ სრულად წარმოუდგენელია ზეპირსიტყვიერი მთქმელი, რომლის შემოქმედებას არავინ ისმენს);
  • მსჯელობს მსმენელისა და მკითხველის ფენომენზე ფოლკლორულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებში, გამოკვეთს განსხვავებას მათ შორის;
  • ამოიცნობს ლიტერატურულ ნაწარმოებში ფოლკლორულ (საზღაპრო) და მითოლოგიურ სტრუქტურებს (მაგ., \"ვეფხისტყაოსანში\"), განსაზღვრავს მათს ფუნქციას ნაწარმოების მიზანდასახულების გათვალისწინებით.

რესურსები