არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია  შეასრულოს გეომეტრიული აგებები სიბრტყეზე.   

ინდიკატორები

  • მოცემული პარამეტრების გამოყენებით აგებს ბრტყელ ხაზოვან ფიგურებს - ორგანზომილებიან გეომეტრიულ პრიმიტივებს (მაგ., მონაკვეთს, ტეხილს, წრიულ რკალს, წრეწირს, ელიპსურ რკალს, ელიპსს, მრავალკუთხედს, სპლაინს ) ხელით ან კომპიუტერის მეშვეობით;
  • ხსნის შეუღლების ამოცანებს ხაზოვანი ფიგურების კომბინაციებით შედგენილ კონტურში;
  • აგებს ბრტყელ გეომეტრიულ ობიექტს მოთხოვნილი გეომეტრიული თვისებების დაცვით, როგორიცაა ტოლობა, კონგრუენტულობა, მიკუთვნება (მაგ., კოლინიარობა),  თანკვეთა (ინციდენცია),  პარალელობა, პერპენდიკულარობა, კონცენტრულობა, სიმეტრიულობა, ზომა, მასშტაბი, ორიენტაცია  და  სხვა პარამეტრული დამოკიდებულებები;
  • აგებს სასკოლო ნაკვეთის  გეგმას ძირითადი ობიექტების მასშტაბის დაცვით;
  • აგებს საკლასო ოთახში ავეჯის განლაგების სქემას;
  • აგებს მცირე არქიტექტურულ ფორმის კონტურს;
  • აგებს მარტივი ტექნიკური ნაწარმის ნახაზს;
  • აგებს მცირე საცხოვრებელი სახლის ან ბინის გეგმას.

რესურსები