არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების: მოძრაობის და მსგავსობის გარდაქმნის ჯგუფების (სიბრტყეზე)  ძირითადი ცნებების არსის განმარტება.

ინდიკატორები

  • განმარტავს გეომეტრიულ გარდაქმნებს (წინასახის/ობიექტის და ანასახის/გამოსახულების ურთიერთცალსახა შესაბამისობის პრინციპს), როგორც გეომეტრიული ფიგურების რედაქტირების ძირითად ინსტრუმენტს;
  • ახასიათებს წრფივი გეომეტრიული გარდაქმნების ჯგუფების (ევკლიდური, მსგავსობა, ჰომოტეტია) ძირითად თვისებებს, გეომეტრიული გარდაქმნების პროცედურებს (გადადგილება, ბრუნვა, მასშტაბირება, სიმეტრიული ასახვა), და მათ კომპოზიციებს, როგორც ნახაზის რედაქტირების ქმედით საშუალებას, ხელით ხაზვისას და კომპიუტერული ხაზვის დროს. 

რესურსები