არჩ.I.ხაზვაX/XI/XII.1.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა სისტემების კლასიფიკაცია მათი ძირითადი თვისებების  მიხედვით.  

ინდიკატორები

  • აღწერს დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემას, როგორც ფორმალურად (ნამდვილ რიცხვთა წყვილი ან სამეული), ასევე შინაარსობრივად, როგორც ევკლიდური (ორგანზომილებიანი, ან სამგამზომილებიანი) სივრცის ასახვის საშუალებას, გეომეტრიული ფიგურის საკონტროლო წერტილების ორთოგონალური გეგმილებით აგების ინსტრუმენტს;
  • აღწერს პოლარულ კოორდინატთა სისტემას, როგორც რადიუსითა და კუთხ(ეებ)ით წერტილების დაფიქსირების ანუ ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი (სფერული) სივრცის ასახვის საშუალებას, განიხილავს მას  ფიგურის საკონტროლო წერტილებს შორის მოცემული მანძილებით და ორიენტაციით გეომეტრიული გამოსახულების  აგების ინსტრუმენტად;
  • აქსონომეტრიულ (ირიბკუთხა) კოორდინატთა სისტემას განიხილავს, როგორც  ობიექტის თვალსაჩინოდ გამოსახვის საშუალებას, ადარებს მართკუთხა კორდინატთა სისტემას და აღწერს მათ შორის (არაფორმალურ) განსხვავებას;
  • განასხვავებს აბსოლუტურ და ფარდობითი კოორდინატების ფორმატს და დანიშნულებას. განმარტავს მათი გამოყენების  შესაძლო სფეროებს და მიზანშეწონილობას.

რესურსები