არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.5.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

ავლენს კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • კვლევის პროცესში ლიტერატურულ წყაროებში მოიძიებს გეოგრაფიული ტერმინების და კონცეფციების განმარტებებს და შესაბამისად იყენებს მათ;
  • კვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და საკუთარ თვალსაზრისს გადმოსცემს სხვადასხვა ფორმით (ზეპირი, წერილობითი, გრაფიკული და სხვა);
  • დამუშავებული ინფორმაციის (მოძიებული სამეცნიერო წყაროებიდან და საკუთარი კვლევის შედეგად) საფუძველზე წერს გეოგრაფიულ თემას;
  • კვლევის სხვადასხვა ეტაპზე უზიარებს თანაკლასელებს თავის ვარაუდებს, აცნობებს შექმნილ პრობლემებს და მსჯელობს შესაძლო გამოსავალზე;
  • კვლევის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობს (საქმიანი შენიშვნებითა და კონსტრუქციული წინადადებებით) თანაკლასელების მიერ სამსჯავროზე გამოტანილი პრობლემების განხილვაში;
  • გეოგრაფიული თემის დაწერის შემდეგ  მას აცნობს ხელმძღვანელსა და დაინტერესებულ თანატოლებს; მათი შენიშვნების გათვალისწინებით ახდენს თემის რედაქტირებას;
  • ახდენს საკუთარი კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის წინაშე (კლასში, ოლიმპიადაზე, კონფერენციაზე და სხვა).

რესურსები