არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.4.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

იყენებს გეოგრაფიულ და სხვა საშუალებებს ინფორმაციის მოსაძიებლად და საკუთარი მოსაზრებების გამოსახატავად.

ინდიკატორები

  • ფოტოების, ილუსტრაციების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების და რუკების გამოყენებით ახდენს გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციას (მაგ.: კლიმატური პირობების თავისებურებების განსაზღვრა);
  • ერთი ტიპის გეოგრაფიულ საშუალებაზე მოცემულ ინფორმაციას გამოხატავს სხვადასხვა სახით (მაგ.: რუკაზე არსებულ ინფორმაციას გამოხატავს ცხრილის სახით);
  • იყენებს გეოგრაფიის საერთაშორისო ენას _ რუკას _ ინფორმაციის მოსაძიებლად და თავისი მოსაზრებების გამოსახატავად;
  • საკვლევი მიზნის მიხედვით, სხვადასხვა თემატური რუკის შეჯერების საფუძველზე ატარებს კომპლექსურ ანალიზს (მაგ. კლიმატური, მოსახლეობის, ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკების შეჯერების საფუძველზე მსჯელობს მხარის საკურორტო მეურნეობაზე);
  • საველე პირობებში მოპოვებული მასალებისა და არსებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე მოსწავლე ადგენს გრაფიკებს, დიაგრამებს, ცხრილებს, რუკებს და დაურთავს თავის ნაშრომს მასალის უკეთ აღსაქმელად.

რესურსები