არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.3.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

გეოგრაფიული კვლევის განსახორციელებლად  აანალიზებს და ამუშავებსმოპოვებულ ინფორმაციას.

ინდიკატორები

  • მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობით კრიტიკულად აფასებს საკვლევ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს;
  • იყენებს კვლევისათვის საჭირო მეთოდს (კარტოგრაფიული, სოციოლოგიური, მათემატიკური, სტატისტიკური, შედარებითი...), ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას;
  • დამოუკიდებლად აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს დებატებსა და კონსულტაციებში;
  • მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ახდენს პრობლემის განზოგადებას და ამოწმებს თავის მიერ შერჩეული ჰიპოთეზის სისწორეს;
  • ეცნობა და ქმნის მარტივ გეოგრაფიულ მოდელებს (მაგ. გეოურბანისტიკის პრობლემები, სავაჭრო და საწარმოო ობიექტების ადგილმდებარეობის დაგეგმვა და სხვ.);
  • ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს გეოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზებს და იძლევა პროგნოზებს.

რესურსები