არჩ.გეო.კვლ.X/XI/XII.2.

X კლასი, XI კლასი, XII კლასი

აგროვებს გეოგრაფიული კვლევისათვის საჭირო ინფორმაციას.

ინდიკატორები

  • ადგენს შესასრულებელი სამუშაოების  გრაფიკს და იცავს თანამიმდევრობას;
  • საკვლევი მიზნიდან გამომდინარე, შესაბამისი სამეცნიერო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოიპოვებს სასურველ ინფორმაციას;
  • გეოგრაფიული კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეარჩევს და სწავლობს შესაბამის თეორიულ და ვიზუალურ მასალას;
  • ფლობს საველე კვლევისათვის საჭირო ზოგიერთ ტექნოლოგიას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად იყენებს ხელსაწყოებს;
  • შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე გეგმავს საველე სამუშაოებს;
  • დასახული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ლოკალურ გარემოში მოიძიებს ფაქტობრივ მასალას;
  • თემის ირგვლივ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნის გეოგრაფიულ მონაცემთა ბანკს (თეორიული მასალები, რუკები, საველე სამუშაოების დროს მოპოვებული მასალები, სტატისტიკური მონაცემები, ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები. შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში ატარებს გის- (GIS) ანალიზს).

რესურსები